ჰეინეს სტრიქონის გამო
რომანტიული ქნარის წკირაში ნირშეუცვლელი იყო გალობა: ბედნიერება არის მირაჟი, უბედურება კი რეალობა. უბედურება - სწუხდა ჰაინე - დინჯი, მოხუცი არის ქმნილება, თუ ერთი გნახა და მოეწონე, სიკვდილის დღემდე ქნარს გეცილება, ასეა, ასე: მხოლოდ სიზმარში, სიუბრალოე და სიადვილე - უბედურება არის მირაჟი, ბედნიერება კი სინამდვილე. მე არას ვიტყვი: ბევრის ვარ მოწმე უბედობით და ბედნიერებით; პირად საკითხში ამ ორი მოძმის - ნურავინ ქვეყნად ნუ ჩაერევით!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი