ჰიმნი


ერთი ნუგეში
და მისწრაფება
დეე, სხივს გვფენდეს
როგორც ღვთაება.
დეე, ისმოდეს
იმერ-ამიერ:
"მრავალ-ჟამიერ,
მრავალ-ჟამიერ!"

სიმტკიცე ძველი
და ძველი რწმენა,
წარსულ დიდების
კვლავად აღდგენა
ხატად შეიქმნას
ქართველთა მიერ,
მრავალ-ჟამიერ,
მრავალ-ჟამიერ..

ღმერთო მფარველო,
ერთხელ ძლიერი
კვლავ აღადგინე
ქართველი ერი..
კვლავ განუახლე
ერთობა, ძმობა,
მტრის წინააღმდეგ
მიეც თანხმობა.
რომ კვლავ ისმოდეს
იმერ-ამიერ:
„მრავალ-ჟამიერ,
მრავალ-ჟამიერ!“

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი