„ჩარდა ამთა“
ციკლიდან „პაციფიზმი“ სადღეგრძელოსთვის სიტყვის თქმის ნება მომეცი, თამადა: შემკობად თინათინისა ამ სასმისს ვსვამ თამამადა, ვის მკერდზე გადმოფენია ნაწნავი ცხრა სამ-სამადა, ვისი თავხურვა ყოველგვარ თავხურვას შეეკამათა, და წარბ-წამწამი ყველასი არ ღირს მის წარბ-წამწამათა, სახის კანს სადაფისფერსა მზემ შუქი რამ მიამატა, ტანსარო, ალვა ასული, მშვენება მარად ჟამადა, ვინ მზესა სწუნობს, მაგრამ მზე თინათინებდეს მარადა. ვუსურვებ: ჰქონდეს სიმხნევე ფუძედ და დასაბამადა, მშვიდობიანი ცხოვრება რომ არ შეცვლოდეს შხამადა, და აფხაზური, ბევრი რამ, სიბრძნეთა და სიამეთა, ის კარგი დარბაისლობა, უღირდეს ძვირფას რამედა. ვარდ-ყვავილებით მოერთოს ველი, ქცეული შლამადა. „სამშობლოსათვის მაცოცხლეთ!“ - მვედრები იყოს ამადა. მომხდურებს რომ წახდენოდეს რბევის სურვილი და მადა, მტერზე მიმსვლელი მენახოს, ქალი იძახდეს: „ჰკა მათა!“ აფხაზნი ქალნი გმირთ ზრდიდნენ, შემმუსვრელთ არამგამათა... მაშ, ერთი ძველი სუფრული, სთქვი - „ჩარდა ამთა“, თამადა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი