გაზაფხულის მოლანდება
ღმერთო, რა სამოთ ხ ე დამასიზმრე, მთებში მასთან ერთად დავდიოდი. ვიყავ უდიდესი, თანაც მცირე ქვეყნად აღარაფერს არ ვჩიოდი. სითბოს ნამქერები გაეწირა, ზეცა ლურჯად იყო დახატული, ტყემლის ყვავილები დამესიზმრა ქვებზე მოჩუხჩუხე ნაკადული. მერე ყვავილები მომელანდა ჭრელი, უთვალავი, არნახული, ჩანს რომ გაზაფხული მომენატრა - მთებში შემოსული გაზაფხული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
ეეჰ... რამდენჯერ დამსიზმრებია