განწყობილება
ეგ ენა არას მოუბარია, ოთახში მეფობს დარდი და სითბო, გარეთ ისეთი ბობოქარია, მეორედ მოსვლა გვეწვია თითქოს. უბერავს ქარი დარის ჯინაზე, ღამემ სამყარო შავად შემოსა, წვიმა შხაპუნობს ფანჯრის მინაზე, თითქოს ოთახში ლამობს შემოსვლას. _ წვიმს, _ მეუბნები რაღაც ღრმა სევდით, _ ქარიშხალია, _ სარკმელს გახედავ, ამინდს ქარიშხალს არ დაარქმევდი, ახლა ჩემს სულში რომ ჩაგახედა.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
კარგია