არ შეიძლება
დაუშვათ ერთ წამს, _ შენ გახდე ჩემი, ვთქვათ _ შენ ცოლი და მე კიდე ქმარი ვთქვათ, რომ მომეგო მაგიერ გვემის სინაზისა და ღიმილის ღვარი. ვთქვათ, _ დაიღვარე ღიმის ჩქერებად, ვთქვათ _ ჩემს ოცნებას და ფიქრს მიმწიე, (არა, ასეთი ბედნიერება ვით შეიძლება ერგოს მიწიერს!) ვთქვათ, _ ყოველ დილით, გასეირნებად, გვერდზე დამიდგე მეუღლე რიდით, მწამს, ზეციერსაც არ ეღირსება ბედნიერება ესოდენ დიდი. არა! თუ რამე დამეჯერება მე სხვას მოვძევ და შენ სხვა მოძიე, რადგან ასეთი ბედნიერება არ შეიძლება ერგოს ხორციელს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი