ნეტავი, მთების სულიმც მქნა ..
ნეტავი, მთების სულიმც მქნა, აროდეს დავილეოდი, ჯვარ-ჯვარისკარზე ლუდიან საწდედან დავილეოდი, ლუდით დამთვრალი კაცივით, შუღლ-ჯავრად დავიცლებოდი, ძველ-ძველ ჭვარტლიან ფანდურზე კაფიად დავიღვრებოდი. ბერხენ ჯიხვს გაკიდებული, მგლის მუხლად დავიღლებოდი, კლდე-ქარაფებში ქარისგან ჯანღებად ავირეოდი, ტატაბრის თავზე, ლამაზად, მთვარისებრ გავილეოდი, საკვირავ გორის ბილიკზე ცირცელად დავირხეოდი, პირქუში კოშკის ბეჭივით, ჟამისგან დავიხეოდი, საფეხვნოს ბრძენ ხევსურივით დავდინჯდებ-დავღვინდებოდი, ნეტავი, მთების სულიმც მქნა, აროდეს დავილეოდი.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი