მუცოს ცა, ცელქი ცქრიალი
გახსოვს: ის ცელქი ცქრიალი მუცოში მოცვზე ცილობა, ცად ცისარტყელის ციალი, ან ცეკვა და სიცილობა. კოცნა - დამქცევი სიცივის, ან ცვენა ცხელი ცრემლების, ან ცივი ცვარის ციმციმი, ცერებზე ცეკვა ცელების. კლდის ცქერით ზღვა გაოცება ცად აცერილი ფიცარით ან საოცნებო ცხოვრება სიმტკიცით შენაფიცარი. ან ციყვის მომცრო ცაცებით, ცირცელზე გადაცოცება, ალიცლიცული ცაცხვები, ცად ატყორცნილი ლოცვებად. ან ჯერაც გასაციები, ცვრიანი ხორცი აცმული - მეცხრე ცას ასაცილები ცხელი კოცონის ტკაცუნი. იმაზე ანცი ოცნება რაც არ იცი და რაც იცი ცისკარზე ცის დამორცხვება ცისფერ სივრცესთან ლაციცი. ციცინათელას ციალი ოცნება და სიცილობა, გახსოვს - ის ცელქი ცქრიალი მუცოში მოცვზე ცილობა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი