მახსოვს


მახსოვს, მახსოვს, მახსოვს, მახსოვს,
როგორც ფიფქი ბანგი,
ყოველ სიტყვის თითო ასო,
ადნებოდა ბაგეს.
მახსოვს თეთრი გარიჟრაჟი,
თეთრი თოვლი წმინდა,
ხვეულს თმების ქარიშხალში,
გახვეული ბარდნა.
მახსოვს ჩქერი ავარდნილი,
თეთრი თოვლის წინ და
გულში გრძნობა დაბარდნილი,იმ თოვლივით წმინდა.
მახსოვს ტკბილი ბედისწერა,
შენი თბილი ხელი,
ჩვენი ცხელი ვნებისფერად,
შეღებილი ხენი.
მახსოვს ფერი მაგ თვალების,
შავი ღამის ფერი,
თოვლზე ჩვენი ნაკვალევი,
ო, გზა ბედისწერის.
მახსოვს მზერის გასწორება,
წარკვეთილი სასო,
სამუდამო განშორება,
მახსოვს, მახსოვს, მახსოვს.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი