სიზმარი
ეს რა სიზმარი ვნახე წუხელის, შენ გიტაცებდი თეთრი რაშებით, ქვას ატირებდა შენი წუხილი, კრთოდნენ ვარსკვლავნი მოკაშკაშენი. ცხადში მე ამას ვიზამდი როგორ, მერე ხომ ბევრი უნდა მენანა, შენ კი სულელი ყოფილხარ, გოგო, რატომ კივილით შესძარ ქვეყანა. მოწმე გამხადე ჩემი დაცემის, რად ამატკივე უფრო იარა, მერე რა, თუკი მოგიტაცებდი სიზმარი იყო, ცხადი კი არა.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი