წვიმა და ვასაკები
გაწვიმდა. დადგა ტბორი და ღელე. ქუჩაში მოდის მტკვარი და სენა. ვიღაცა ფიქრით გადაიღალა, ვიღაცამ ფიქრზე ჩამოისვენა. აფუნდა გუბე. წამართვა სმენა ამ ბაყაყების ხმამ და გნიასმა. თეთრმა ბროლიამ გზა გადასერა და წყალგადაღმა გვიმრებს მიაფსა. ხვალაც ასეთი იქნება დილა. ბჭობა არ უნდა. გასაგებია. ფანჯრის რაფაზე წუწუნებს წვიმა, გუბეში მწვანე ვასაკებია...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი