ამ შემოდგომას მოაქვს სიცივე


ამ შემოდგომას მოაქვს სიცივე,
ძვლებს აღარ მითბობს ახლა მზე მწველი.
თამბაქო რომ მვნებს,ეს ხომ ვიცი მე,
მაგრამ ვზივარ და მაინც ვეწევი.

იცი,რამდენი რამე მვნებს კიდევ,
რამდენი რამე მიწეწავს ნერვებს?
მე შენზე ფიქრებს გამოვეკიდე
და გავურბივარ მათ,როგორც მდევრებს.

შლის შემოდგომის ქარი ხმელ ფოთლებს,
ფერების არის დიდი ჩვენება.
და ამსხვრევს ჩემ სულს, ვით შუშის ბოთლებს,
წყვდიადი ღამე და უშენობა.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი