შემოდგომის ამ..
შემოდგომის ამ, შემოდგომის ცივ საღამოს მე ვწერ, საღამოს მე ვკლავ. შემოვხაზავ წრეს და ვუყურებ წინ ჭადრებს, როგორ ცდის ზენა ქარი კვლავ; შემოდგომის ამ, შემოდგომის გრილ საღამოს მე ვწერ, შენ- კითხულობ, ირ! შემოდგომის გრძელ, შემოდგომის რთულ საღამოს მე ძველ ზღაპრებს გეტყვი თუ, თუ არ გძინავს თეთრ და ღუმელივით თბილ საბნის ქვეშ,ან სულაც, ბუხრის ახლო თვლემ. რასაც ამბობ ახლა, საზოგადოდ თქვი: გრძნობით დნება ზამთრის ყველა ცივი თვე. შემოდგომის ამ, შემოდგომის გრილ საღამოს მე ვწერ, შენ- კითხულობ, ირ!
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი