ეგ საწყალი ლექსები მე პოეტად მაქცევენ


ახლა უნდა შეგკრიბოთ
და მოგაბნიოთ მარცვლებად,
მოგახსენოთ დიდი ხნის
ჩემი გულში ნადები:
მე თქვენ ყველა მომწონდით
და არ მიყვარდით არცერთი,
დაივიწყეთ იები
და მორთმეული ვარდები!
და სულ ფეხზე მკიდია,
რა პასუხსაც გამცემენ
(საქართველოს მასშტაბით)
თქვენი ნათესავები.
ეგ საწყალი ლექსები
მე პოეტად მაქცევენ...
არ მჭირდება მოკითხვა,
თავს ვგრძნობ გადასარევად!

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი