ნი-ცას
- მამა, უნდა წაგიყვანო "ატაში" (აბრიალებ თვალებს, სახე გენთება.) შენ სახლობდი დღემდე ყველა ნატვრაში, შენ ნათელი მომავალი გექნება! - მამა, აღარ მარბენინო ამდენი... მამა, ფრთხილად, იქ მანქანა იძვრება... ისე დიდი გოგო მინდა მყავდე, ნი, როცა შენი მამა გარდაიცვლება_ ერთი მძიმე ცრემლი მოგწყდეს მაგ დიდი და ბრიალა თვალებიდან, მამული. არაფერი არ მებადა, გავმდიდრდი შენით, ჩემო... და ახლა მხიარული მოგდევ ხალხით გადაჭედილ ბულვარზე, როგორც ნუკრი, ისე ჩქარა გარბიხარ. აღარა ვარ მე ცხოვრების უარზე, შენ მამიკოს იმნაირი "ბარბი" ხარ... უჰ, დღეს მთელი ეს უბანი იწვოდა, ხვალინდელი დღეც მზის პირით ღაღადებს. რატომ მინდა, მთელი ქუჩა გიცნობდეს, თითქოს ჩემს მეტს ვინმეს შვილი არ ჰყავდეს...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი