დასავლეთი თუ რუსი?
ჩემი კარტი ჭრელია: ტუზი,დამა,ვალეტი... დღეს რაც უეჭველია, ამ აპრილის მწუხრისას, წამოვწვები ბუხრის წინ, რამე მაგარს დავლევ და მარტო ძაღლების ყეფა შემაწუხებს გარედან. ყელში ამომივიდა ბაყაყების ყიყინი, ჯერვერდალაგებული ქუჩა ნაგვით ივსება. იყო ერთი-ორი რომ წამოყო ნიყვივით თავი საქართველოსთვის და მოკვეთეს კისერი. ვზივარ სიტყვისამარა და მწერლობას ვითავსებ. არ ჩანს ალოგიკურად დაწოლილი ბურუსი. არ მაქვს სრული პასუხი საუკუნის კითხვაზე: ჩვენ რომელი გვიშველის დასავლეთი თუ რუსი? საწყალი საქართველო რძეგამშრალი ძროხაა!
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი