მამიდა


მე მყავდა თბილი მამიდა,
სული მიცხონოს იმის.
სახლამდე ეზოს კარიდან
მზესავით ფენდა ღიმილს.

აღარ ექნება ამ აპრილს
ის ძველებური ეშხი.
ვგრძნობ ენითუთქმელ დანაკლისს,
სულის ფორიაქს ჩემში.

დრო ისე მალე გავიდა,
აღდგომა არის ხვალ და...
მზესავით ღიმილიანი,
თბილი მამიდა მყავდა.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი