ნიცას ლექსი (ერთი, ორი, სამი და...)


ერთი,ორი,სამი და...
ასე ვსწავლობ დათვლას.
მინდა მყავდეს სამი და,
ვითამაშო მათთან.
აბა,თქვენ არ გცალიათ,
დროს ემდურით სულ.
მე რომ კედლებს ვეხლები,
მეუბნებით- ,,სუუ,, .
გავიდოდი ეზოში
ჩემს მეგობარ დებთან.
მერე რაღას მეტყოდა
ერთი ვნახოთ დედა.
იჯდეს მამა ოთახში
და რაც უნდა წეროს.
ოღონდ ბევრი ბავშვები
დააბაროს წეროს.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი