ზერელობაა თეთრი ლექსები ..
ზერელობაა თეთრი ლექსები, თორემ... თორემ ადვილად, გაცილებით, ვიდრე რითმაში, ვიტყოდი სათქმელს. მოითხოვს საქმე უთქვენობას,ძვირფასო ძმებო! რომ არა ცოლი,ჩემი შვილი,პატარა გოგო- წვიმაში,ალბათ,საკმარისად ჩავთვლიდი ქოლგას. დღეს ისე, როგორც არასოდეს, მჭირდება სახლი. და როგორც ხურო, როცა გხვდებით დაღლილი სახით, არ არის პოზა! ხანდახან ვტირი დილის რიჟრაჟს შეწირულ ლექსებს. პოეზიაა გაჩხერილი სიტყვები ხორხში... მე დასახლება გადავწყვიტე პატარა მთებზე, სადაც ველური ალუბლები გაიდგამს ფესვებს!
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი