პარადოქსი


წვერი მაქვს გაპარსული-
ძალიან კლასიკურად.
დღეს ჩემი საღამოა და თეთრი გალერეა
მმასპინძლობს.
ნოემბერი.
ქუჩები გასიპულა.
ოცნება აღარა მაქვს,
ოცნება დამელია.
ლექსი,
რაც მინდოდა გულით დამეწერა,
გუშინ დამეწერა,
სიკვდილს აღარ ვდარდობ.
დაე,ვაგზლის ხიდზე მომკლან გარეწრება,
მკვდარი ამიღონ და სადმე გადამაგდონ,
აღარ მეშინია!
ქარმა იღრიალოს.
მიყვარს,ქარები რომ ღამით ღრიალებენ.
აწი შემიძლია,ყველგან ვიყიალო,
ხვალ-ზეგ უსათუოდ ამაღიარებენ
მთვარის მოდარაჯე პოეტს!


კლასიკურად
ჩანან ხეებიც და
თეთრი გალერეაც...
პარადოქსულია:
(ქუჩა გასიპული).
პოეტს სათქმელი და ლექსი დამელია.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი