ვისაც რა უნდა ქნას


მზე აადუღებს თავს,
თავს აადუღებს მზე.
ვისაც რა უნდა ქნას,
მეტი ვერ შევძლე მე.

ქარი დაუვლის შორ,
ცამდე აწოწილ მთას.
მე არ მაქვს მეტის შნო,
ვისაც რა უნდა თქვას.

დილას სუნი აქვს რძის,
ბავშვი გაუდგა მტრედს.
ჩავალ ცოტა ხნით ძირს,
რადგან ვეღარ ვწერ მეტს.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი