გავაფრინე, პოეტი ვარ! მაშ, ასე:
მონეს მზეებს დამონებულ ამ არეს რა აკლია? შენი ერთი ღიმი და მერე ვინმე გამიმზადებს სამარეს, სულს მიხსენებს შარშანდელი ღვინიდან. ვხატავ ესკიზს და დროდადრო ამოვშლი. ჭიშკარგაღმა ვიღაც უკრავს ჭიანურს. პაპაჩემის გაშლილ კარმიდამოში თავს ვიკლავ და მერე სხვამ გაიაროს, სიკვდილივით მენატრები ან უფრო მეტად,რადგან ახლა ისე,იმდენად სხვანაირი არი ჩემი საუფლო, მარტო შენზე ლექსის წერა მინდება. გავაფრინე,პოეტი ვარ! მაშ ასე: აქირქილდით პოეზიის მეტრებო. დღეს მზემ ზურგზე გამიკეთა მასაჟი. ხვალ მზის ვალი ერთი ლექსი მექნება!
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი