არავითარი პოეზია
არავითარი პოეზია...ცა...მთვარის შუქი... არავითარი შეკრებები მეტეხთან,მტკვართან. არც ბიბლიიდან ბოძებული კვირა დღე-უქმე, არავითარი მზის სხივები,არამედ ქართა ზუზუნი,დელგმა,იანვარი და ელვის ზოლი, გაშრა ქალაქიც,როგორც ერთგან მშრალია ხიდი: გახუნებულნი ჟან ჟაკ რუსო და ემილ ზოლა, დიდრო,ვერლენი {გაყიდულნი{ და გასაყიდი ყრიან მიწაზე.და მიწიდან ამოდის ორთქლი, დგანან სულები წარსულების- გრანელის,გალლას. არავითარი პოეზია.ქაოსი.შფოთი, ერთი პოეტის ერთი ლექსიც არ სცხია ქალაქს. ......................................................................... ვიბრძვით ლუკმისთვის,შვილებისთვის,გვეღვრება ოფლი, ნელ- ნელა გვაჭერს საფეთქლებთან პაოლოს თოფი... არავითარი პოეზია!
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი