მაგრად დავიღალე


მაგრად დავიღალე ჯერ ამ სამსახურის,
მერე კლიენტების-ხალხის გადამკიდე,
და რაც მქონდა ადრე მიზნად დასახული
ცაში მოვიქნიე...ხელებს აღარ ვკიდებ
ჩემი დამსხვრეული თეთრი ოცნებების
გზაზე მიმობნეულ მცირე ნაწილაკებს.
მაღიზიანებენ ეს ცრუ მლოცველები,
ქვეყნის საჭე მიაქვთ სადღაც ლაწირაკებს.
მაგრად დავიღალე, მაგრად! უაღრესად
ვაი–ქართველების ყოფით -მარიაჟით;
და ვარ ახლა უფრო მეტად უარესად,
როგორც შეპყრობილი ჩიტი გალიაში.
მაგრად ამეკიდა მელანქოლიური
უშნო,უფრო სწორად, ქალის ხასიათი.
გვიან შეიშლება ყველა ფულიანი,
და მე სიღარიბით ვგიჟობ ასე ადრე...
მაგრად მენანება,მაგრად დამკილული,
ჩემი წაბლის სახლი სოფელ მუხურაში,
ისიც, რომ თბილისი გახდა ცხრაკლიტული,
ვცხოვრობთ ცოდვა–მადლის ამ დიდ ხუხულაში.
მაგრად მენანება ჯარში წასულები,
რადგან ამერიკის ზანგი სენატორის
ხუშტურს, ვერც იგებენ, ისე ასრულებენ,
რადგან საკუთარი მიწა მიატოვეს.
მაგრად მენანება ახლა საქართველო,
ნეტა, ღმერთი ვიყო დღეში რამდენიმე
სურვილს ჩავბერო და ისე გავამთელო
საზღვრებს მიღმა რომ არ გადამარბენინა...

ღმერთო,დავიღალე,
ღმერთო,მენანება,
ღმერთო გევედრები!

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი