ნიცას


მე მსიამოვნებს ღამეს თუ ვათევ,
შენთვის მეთმობა ძილი,მამიკო.
რაც გადაგიღე,ყველა სურათი,
მინდა,თბილისში ჩამოვარიგო.

შენს ყველა სურვილს გავიზიარებ,
ცხადად აგიხდენ,რასაც ინდომებ.
ხვალინდელი დღე არის მზიანი,
ხვალინდელი გზა-მწვანე მინდორი.

რაცა ვარ, მამა,ჩემი ოფლით ვარ,
ვებრძვი ეკლიან დღეებს ნერვებით.
დამავიწყდება ხოლმე ყოფითი,
როცა მოვალ და მოგეფერები.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი