ჩიტი
„შენ ჩემში უსტვენ,ვით საყდრის ჩიტი“ - *ნ.სამადაშვილი* ჰო,გალობაა ,მამა, შენი ღუღუნი, მა, რა? მტრედის პირველი „აღუ“ შენი „ანა და ბანა“. შენი ტირილი ღამის, დაკრუტუნება კნუტის, თბილი მუსიკა არის, ტაძრის გალობას უდრის. მე გავაგრძელე კიბე, მთელი ცხოვრება შენით. ახალგაზრდაა კიდევ სულელი მამაშენი. გაზაფხულია ახლა, შენ ერთი თვის ხარ,თოთო. გვექნება ჩვენი სახლი, სანამ თბილისში მოთოვს. წამოეშლებათ სანამ სექტემბრის ქარებს ჟინი, როგორც ყვავილი ნუშის, იქნები გადაშლილი. ჰო,მაგ ვარდისფერ კაბას, ვარდისფერივე ქუდებს საფუძვლად დედაშენის ფანტაზიები უდევს. ................................ ჩვენ შეგვეძინა ჩიტი, ჩვენ ვაშენებდით ბუდეს.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი