უკიდურესად თუ არ მიჭირს ..
უკიდურესად თუ არ მიჭირს, აღარ ვწერ ლექსებს, აღარც- ესეებს, არც- ნოველებს, საერთოდ- აღარ! ვწერ მხოლოდ მაშინ, როცა დაღლით ვერ ვდგავარ ფეხზე, და უფრო ხშირად მახსენდება-ღმერთია მაღლა! უკიდურესად თუ არ მიჭირს,არ მახსოვს ლოცვა, არც- წნევიანი დედაჩემი, არც- მამა, ძმაც- არ, ჩაძინებულზე ჩემი თეთრი ბებიის კოცნა, აღარც- მამული, აღარც- სახლი! და ვფიქრობ, რაც ვარ, რაც ვიარსებე, საკმარისი ეს იყო ნუთუ? თუ აწი რამეს ახალს ველი და ისევ "თუ" და... სოფელში მალე გემრიელად დაათოვს თუთებს, იქ არ ვიქნებით ბავშვები და არც თოვლის გუნდას ისვრიან, არც გზას ჩაამკლევენ სკოლამდე ფეხით, არც ღამის მგზავრებს დაუწყებენ ძაღლები ყეფას. ქალაქში:მყრალი არაყით და გამხმარი ძეხვით ერთ-ორ ძმაკაცთან თუ მოაწყობ საღამოს კრებას. თემებით- "უცებ აცივდება აგვისტოს ბოლოს" "თეთრებით (ოდნავ) გაძვირდება პური და ხორცი" ''არაყი ისევ ის ფასია,ჯანდაბას,თოვოს!'' ჭადრის ქვეშ, რკინის მაგიდასთან რა დალევს მოცლილს. ............................................................................. უკიდურესად თუ არ მიჭირს,აღარ ვწერ ლექსებს, აღარც- ესეებს,არც- ნოველებს,საერთოდ -აღარ! ვწერ მხოლოდ მაშინ,როცა დაღლით ვერ ვდგავარ ფეხზე, და უფრო ხშირად მახსენდება-ღმერთია მაღლა!
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი