ვუძლებ
ვუძლებ ჯანღიან დღეებს, სუსხს და სიცივეს ვუძლებ. სხვის ალზე ვითბობ ხელებს, ცივდება ჩემი ფუძე. ვუძლებ გაყინულ თვალებს, გაბოროტებულ მზერას, გაქალაქებულ მთვარეს, რომელიც, თითქოს,მზეა. ვუძლებ უწიგნო თვეებს და ყოველდღიურ შრომას. ძველი მუზები თვლემენ, არადა,მეტი შნო მაქვს პოეზიაში... მორჩა გ.ზედვაკელის ერა. შენ რომ არ მითხრა,ხომ ჩანს, ისევ ისეთი ვერ ვარ. ვეღარ მივდივარ ზღვაზე, რთველშიც. ვერ ვწურავ ყურძენს. ვარ გაგიჟების ზღვარზე, მაინც ვცხოვრობ და ვუძლებ!
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი