მე თქვენ გიყიდით ლეკვს


მე თქვენ გიყიდით ლეკვს,
პატარა,
წკმუტუნა მყეფარს,
რომელიც ილოკავს ნეკს,
სახელად რაც გინდა ერქვას.
დედა იქნები შენ,
მამა -მე,შვილი-ნიცა.
ლეკვი თამამად ყეფს
და ჩვენ სიმშვიდეს იცავს.
ჩვენი აივნის კარს
მზე ადგება და კბენს.
მე თქვენ გიყიდით სახლს,
მე თქვენ გიყიდით .....

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი