ნიცა


მე ახლა უფრო დიდი ვარ მთებზე!
იმაზე მეტიც - რაც იყო გალა.
როცა ძუსაზე ვიჭერდი თევზებს,
რაღაცნაირად, იმ ყმაწვილს ვგავარ.

ნამარიობევს აცივდა გარეთ,
მაგრამ მზე რჩება მაინც უცვლელი.
ივსება, როგორც სექტემბრის მთვარე,
ჩემი ჩურჩულით შენი მუცელი.

გაჯავრებ:
როგორ დადიხარ, ცოლო,
გაბერილი და... შენ გეცინება.
მე გამოვთვალე, აპრილის ბოლოს,
რომ ანგელოზი შეგვეძინება.

მისი სახელი იქნება ნიცა.
იზრდება სივრცე, არე, ფართობი.
როცა ვარდისფერ კაბებს ჩაიცვამთ-
ვფიქრობდი ღამე და თავს ვართობდი.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი