სუვენირები {რობერტ მესხს}
პატარა ყანწით დავლიეთ ჭაჭის არაყი. *კინოს სახლის* ფოიე. არ გვქონდა თავი ხალხთან გაპრანჭვის, მათთან დელია-ოჰოჰოია. და როგორც ყინვა,გვამტვრევდა ლექსი, შეგრძნება ახლაც სულზე მაცვია: რომ ზედვაკელი და რობერტ მესხი სოხუმმა ერთად გამოგვაცილა. გულის მკვლელია თბილისი, როცა ზამთრის დღეები იჟამებიან . კი გახდნენ უკვე ხმელეთზე ოცის შენს ოთახში რომ ნიჟარებია. თებერვლის ღამე ძაღლივით ამყვა, რამე რომ გკითხო,სულ ვერიდები. მიყვება შენზე ყანწი და ჯაყვა, და ზღვისპირელი სუვენირები.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი