იგივე
ვიღვიძებ ადრე და ძალიან ჩვეულებრივ ოთახში, სადაც მე ვტოვებ სამოსელს (ეს ზნეა ჩემი თუ, რავიცი ,ჩვეულება) დილასთან ერთად იწყება ქაოსი. და მერე, ძირითადად, ზოგჯერ კი თვეობით, დიდი ჯიბეეებით, მაცვია შარვალი. დამდევენ ყოველდღე იგივე შენობები, იგივე ნაცნობები მშხამავენ... იგივე საცობები... ნერვებიც იგივე... იგივე პათეტიკა... იგივე მორალი... იგივე პოლიტიკა -მიდი და იგინე... იგივე ბინძური ხელები მტორავენ... იგივე პოეზიაა...იგივე მი-რე-დო... იგივე ფერწერა...იგივე პალიტრა... შევძლებ კი ოდესმე,ბევრს რომ არ მივედო, ლექსები ვწერო და თქვენ ტაში დამიკრათ.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი