თანატოფობია


თუ შეიძლება, ცოტა მაცადეთ,
გული ისედაც ასჯერ სივდება
გუშინდელიდან.
მდოგვის მარცვალიც
გაზიდეს ჩემი სასიმინდედან,
დავცარიელდი!
მოვა ისხარი,
რა რუტინული დრო და ყოფაა.
შეშინებული გაივლის ღამე,
ვით ჭურის თავზე სინდიოფალა.
დედა, სადა ხარ? წვიმამ იმატა,
სადმე საცდელში თუ იყუჟები.
ნისლი გაირბენს და გაგინათებს
სავალ გზას სველი კინკარუჟები.
დე, მე მიყვარდა გულის გადაშლა,
გულის, რომელიც ბევრმა გათელა.
და ვიღუპები შუა ზამთარში,
სული მიცხონოს შენმა სანთელმა.
და თითქოს იყოს ახლა ივლისი,
რაღაცამ გარეთ ისე იელვა,
რომ გეგონება ციცინათელა,
არადა ჩემი კვირა ილევა.
.......
ანდა იწყება,რავი,ვინ იცის?..

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი