Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_qg80tp27brab7e8tr9lhmmnca9, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
მე ვცხოვრობ ქალთან, რომელიც გიჟია - გიო (ზედვაკელი) აბესაძე | პოეზია

მე ვცხოვრობ ქალთან, რომელიც გიჟია


ღამის თბილისი,დეკემბრის. მით უფრო.
თუ ოდნავ ითოვა,საერთოდ! თოვლიან
ამინდში შენი ქათქათა თითები
მათბობენ. მიყვარხარ, პატარა თოლია!
ჩიტივით გიხდება ოთახში ჟღურტული,
სიცილი, კისკისი,ეს დავიდარაბა...
მოფრინდა სარკმელთან გულგამოპუტული
მესკია ჩიტი და შეირხა დარაბა.
თქვენ, ალბათ, ერთმანეთს ძალიან ეწყობით:
შენ მინის აქეთ და ის მინის იქიდან.
მაშ,ასე:(გიყურებთ) სპექტაკლი იწყება,
ვზივარ და გამხნევებთ სულ ბოლო რიგიდან.
მე ვცხოვრობ ქალთან, რომელიც გიჟია,
რომელიც ატმის ყვავილი იყო და
გაცვივდა მარტის ქარების ყიჟინით.
მიყვარს და ასეთი გაფრენა მიყვარდა.
მე ვცხოვრობ ქალთან, რომელიც ფისოა,
მოვა და კისერზე ბრჭყალებით დამსერავს,
ვერ გავიმეტებ,დივანზე ვისროლო,
ვერ გამოვავლენ ჩემ ძაღლურ ხასიათს.
.............................................................
მე ვცხოვრობ ზღვისპირა ქალაქის ამინდთან.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი