fix you
შენი პატარა თითები (კაწაწა,მტრედის ფეხებივით წითელი. აღარ გინდა, ნუ მიხსნი,ვხვდები,რომ ქარი იყო) ლოყაზე დამილაგე. ვგიჟდები,როდესაც მეხებიან, მაფხიზლებს შხეფებივით, თითქოს და,თოვდეს და მთვრალი ვიყო. ყველაზე მეტად გამაკვირვა, ძვირფასო, გუშინდელმა მაგ შენმა გაოცებამ, რომ თურმე ვერ იხსენებ, თვე არის, ვერც ერთ იმ ლექსს,რომელიც დაგიწერე, და მაგას უშინდები ? სულელო შეიხსენი ბავშვური შიშები და ბანგავდეს ჰაშიშივით გონებას შეგრძნებები არასდროს დაშორების. ლექსები აბებივით მისწრება მაშინაა, როდესაც სიყვარული გრძნობაა არშობილი და უნდა დაიბადოს. ჩვენ ვუშვებთ შავი ღამის ნანატრს და ნაჩურჩულარს საერთო საძინებლის პატარა სარკმელიდან,ლექსებით დაიღალონ სხვები და როგორა ვარ? კარგად ვარ გაცილებით ულექსოდ, დამიჯერე, ვცხოვრობდი რითმებიდან როდესაც უშენობას ვერაფრით ვითმენდი და... დღეს სხვებმა ატრიალონ მუზების კარუსელი, როდესაც შენი თავი მსოფლიოს ავუხსენი!
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი