თავქარიანი ამინდია დილიდან, ღმერთმანი
თავქარიანი ამინდია დილიდან, ღმერთმანი, არამგონია, ავეგლიჯო ამ საწოლს.ხვალ ან ზეგ მზე ისევ დაგვაშორებს და გაგვყრის ერთმანეთს, მე მუდამ შემიძლია საქმიან ქალაქზე უბრალოდ, გავნაწყენდე. ჯანდაბას, უკაკუნონ "კაპებმა" წვიმების რაფაზე და ... ღამეს წესს ავუგებ დილანით. ნერვები მიწყნარდება, როდესაც მომავალზე ნაკლებად ვიფიქრებ, აღარ მინდა, აღარ მინდა ცხოვრების ფინალი მოჩანდეს. არ უარობ (ყოჩაღ დღეს! ) შუაღამის შამპანურს. ვგიჟდები, როდესაც კატასავით გიყურებ დაწოლილს, უფრო კი- ის მახარებს, გაისად რომ გერქმევა მშობელი, ისიც, რომ აღარა გაქვს სტატუსი უბრალო საცოლის, იარონ პოეტებმა ცის თავზე ჯამბაზების მანერით, წამოწვნენ მთვარეზე და ვარსკვლავით მოუკიდონ პაპიროსს. მე მინდა, საპროტესტო ქვევიდან გამოვფინო ბანერი: " ფიქრები რაღაა და უბრალო ოცნებასაც თაკილობს დღეიდან (გეხსომებათ ბოლოში მიწერილი რაინდებს, პოეტებს რა თქმა უნდა) ქალაქში ზედვაკელი რაინდი," რომელიც ვერ ერგება თბილისს და პოლიტიკურ ამინდებს, იტირე ზეცის თვალო,არ მინდა,სახლიდან რომ გავიდე.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი