წერილი მიმის


პლანეტა არის მრგვალი,ანუ -წრეწირი,მიმი,
ჩვენ წერტილები ვართ და იმის იმედი გქონდეს,
ისე არასდროს წავალთ,ისე არასდროს ვივლით,
რომ ერთმანეთის გულებს ვაკავშირებდეთ ქორდით.

წუხელ ვეძებდი დიკენსს და მთელი ღამე ვქექე,
შენ კი...რა ვიცი,ალბათ,შუაღამემდე წერდი.
გრძნობას, რომელსაც ვუვლით,მალე ექნება ექო,
გუშინ ვიყავი შენთან და ახლაც მინდა, გვერდით

მყავდე...
ჟამია უნდო,შენ კი, ძვირფასო, მენდე,
თბილია ჩვენი ბუდე და ერთგულება -ბრენდი.
მთელი ცხოვრება მინდა ასე ლექსებად გწერდე,
უკვდავ ლექსებად გწერდე-
შენი პოეტი -დენდი!

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი