სალამი ქურდებს
თუ დამიჭერენ, დამიჭირონ. სალამი ქურდებს! არ აცდეთ ბოზებს, რაც არ ცდებათ ყველაზე მეტად. ხიდზე მოხუცი უთენია ითვლიდა ხურდებს, მერე შუადღით მზემ უწია, დააგდო რეტმა. სალამი მას,ვინც მოიპარა და მერე მოგცათ იმ მოპარულის ნახევარი, ან ოდნავ მეტი. სალამი ქურდებს, ვინც მოკალით, ან ვისაც მოკლავთ, უფრო ზუსტად კი- ვინც თვენ შობეთ, ატარეთ ეტლით მთელი მეოცე საუკუნის და უფრო აქეთ- ოცდამეერთის ქვაფენილზე, კოჭამდე ტოგით, ყველაზე მეტად ვინც დაბრონეთ და უქომაგეთ, საჭიროებამ მოითხოვა, ისიც ვთქვათ, მოდი: ნუ ებრძვით მწვანე ეზოებში გაზრდილ მგლის ლეკვებს, თქვენა ხართ მათი მამები და სალამი ყველას: თეთრხალათიან ისტებლიშმენტს მთელი ამ ქვეყნის, გული გაჩერდა, მაგრამ გეტყვით ძარღვი აქვს ენას და ენა ამბობს მივაფურთხე თბილისის ახალ იერს და დიდი გემოვნებით ნაკეთებ ხედებს. თუ მტკვარმა უნდა შეიწიროს უბრალო ხალხი, თუ ხალხი ნაგვის ბუნკერებში აცეცებს ხელებს. სალამი ქურდებს!
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი