გიო ზედვაკელს
კოცონზე ხელები მოეთბო და ნარიყალას ციხიდან- ქალაქის მეორე პოეტი -სულს პერანგივით იხდიდა, რომ ასე სადა და შიშველი, ამ შემოდგომის წვიმაში, შიზოფრენიის ნიშნებით, წმინდა სამების წინაშე- დაეხრჩო თავი ამ უკუნ მტკვარში...თუ რავი,რა სურდა? მერე დაღმართზე დაეშვა, აღმართი გაუფასურდა. ციაგზე მთვარე იწვოდა, ჯალათებმა რომ ვერ დაკლეს. იცით რა ახლოს ვიცნობდი, და ვიცნობ გიო ზედვაკელს...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი