ჩემი თავი არ მახლავს
ჩემი თავი არ მახლავს, რთული მიმართულებით მატარებენ ქარები, როგორც ჩიტი, ისე ვარ. არ ვრთულდები საერთოდ, მავთულები მხლართავენ, მაინც ფრენის სურვილით ვფრთხიალებ და მივსერავ ცას(სიჩქარით რაკეტის) სად? სადამდე?- ნუ მკითხავთ. გავცდი სივრცეს ჩაკეტილ, ლექსებს ღრუბლებს ვუკითხავ. მერე რა, რომ მედება თქვენი თბილი აურა, ვარსკვლავებო. ზეცაში აკეთებენ ირაოს პოეტები. სამ- ოთხჯერ თუ რაღაცას ავურევთ, წელიწადში, კლანჭებით ცას ჩამოვაყირავებთ- გასაკვირი არაა და რატომ უნდა უკვირდეთ? ზედვაკელი ლოთია და ზედმიწევნით ქეიფობს. ვინმეს კვესი გექნენებათ, ჰოდა, გადმოუკიდეთ, და შენ არ უღალატო მთვარევ, თბილო ლეიბო... .................................. ცას ღრუბელი მოაწვა და გაწვიმება არ უნდა... გაწვიმდეს რა! გაწვიმდეს!! ცაო, ნუ წყვეტ მიქარვებს!!! მინდა კუთხის ოთახში გავსენტიმენტალურდე, გარეთ ხალხი მიყურებს და ცრემლებს ვეღარ ვიკავებ.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი