მტკვარი ახლოა, ტიტე..
ლექსიც ესაა ალბათ: ჩემი ამაყი პოზა! ღამის გამზირი, სადაც ბარე ათობით ბოზი დგება და გინდა,დროზე, დროზე მიხვიდე შინ და ბოთლით არაყი პირზე, მერე საწოლზე მშვიდად ეგდო. ნაცარში კოვზი, კადრი: უფერო ალი. მთელ ღამეს ტვინში მოზელ და საყვარელი ქალი სადღაც დატოვე იქით, კილომეტრების მიღმა. კაცი ბერდები ფიქრით, და მერე აღარ ღირხარ ვინმეს უბრალო დარდად, ვინმეს უბრალო სევდად, ქრება სიცოცხლის მადა, ოთახში სიკვდილს ხედავ. მუსიკა, მძიმე როკი, ხედი მეგობრის ბინის: ჭერზე კანაფის თოკი ანდა კედელზე ტვინი... მტკვარი ახლოა, ტიტე, ისე ახლოა, მინდა რომ სხეულს ტანჯვას ვგვრიდე, რომ ვეშვებოდე ციდან. არ არსებობდეს ხალხი, იყოს ქუჩები ოდენ, მოზვრებს ვუქნევდე სახრეს და ნაპირ-ნაპირ რბოდენ... ახლა გავრეკე,ტიტე, იმდენად მტკივა ნერვი, ცეცხლს მოვუკიდებ ხიდებს დე, გადაშენდეს ერი.. მტკვარი,ახლოა,ძმებო, ადიდებულა...მოდის. მაგ მტკვარსაც გავუძლებდი, ოღონდ ნერვები მქონდეს!
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი