გისმენთ, უფალო
ჩემი კისერში ჩაღვრილი ცრემლის, ჩემი ნატკენი გულის და უფრო დღეების მჯერა, რომლებიც მცემენ და კიდევ ციდან მოსული ქუფრის, ქარი ქარს ერთვის, ჰაერი- ჰაერს ანუ და თითქოს ამდენი ნახშირ- ორჟანგია და მე მაინც ხვალე უჰაერობა დამახრჩობს სახლში. წუხელ ვეტაკე კედელს და საათს გამოვაცალე საკვები ელე- მენტები,მაგის ნერვები სად მაქვს? ვერ ვიძინებ და რაც სისულელე ფიქრია, თავში ვილაგებ ყველას, თავიდან გულზე გადადის ვიწრო კაპილარებით,მერე ქვეყანას სულში მომწკლარტო გემოთი ვიწოვ. და აი,რასაც ვამბობდი მოხდა: იაპონია!.. იყო და აღარ იქნება,კი არ მგონია, ვიცი რომ ყველამ ერთად ახალი წარღვნა ჩვენ თვითონ ვშობეთ, უფალო, ამინ! უფალო,როგორ დაიხნას ისე, არ გავატაროთ მიწაზე კავი, მითხარით, მე ქედს გიხრით და... გისმენთ!
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი