ჩემზე კაი პოეტის ..


ჩემზე კაი პოეტის, 
ჩემზე კაი ბიჭის, 
ჩემზე ცუდი პოეტის, 
ჩემზე ცუდი ბიჭის 
რა ვთქვა? 
ლექსი არ იხდენს, 
რომ არა ვთქვა- მიჭირს, 
გინდა შარი გამიხდეს, 
მაინც ვამბობ, იჭვის 
ანდა ფიქრის გარეშე... 
ზედ გულიდან ფიჭის 
ვადნობ სიტყვებს თაფლივით, 
მავანისთვის ხიჭვის 
სიტყვებს: 
ჩემზე პატარის, 
ყველა ჩემზე დიდის, 
ყველა ჩემზე ღარიბის, 
ყველა ჩემზე მდიდრის... 
ღვინით შევიფაკლები, 
ბოლი მინდა "კენტ"-ის, 
ყველა ჩემზე ნაკლების, 
ყველა ჩემზე მეტის!..

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი