პოეზია შოუა (თებერვლის ბიჭებს)


პოეზია შოუა,გახსოვს? ადრე გითხარი:
მარტო ატმის ყვავილებს ლექსები რომ უწერო,
დედლობაა ნამდვილი,ძმაო,მე თუ მკითხავენ,
ვაზებს აკიდებული აკიდო რომ უწელო
და უცებ მკერდი დაარქვა,მეცინება ამაზე.
„წერილებსაც ნუ მწერო“- ესეც ღიმილს მოგიტანს,
რა თქმა უნდა,ძველ ხმაზე და მირზას ფონოგრამაზე
ვეღარ შეძლებ ესროლო მაუზერი ორბიტას,
რადგან უკვე ესროლეს და ვერ დააჯენ ტყვიაში
ტყვიას,როგორც იტყვიან
(ისე კარგად კი უთქვამთ)
იკარგება ენგური შუა ანაკლიაში,
როცა შედის ზღვაში და ჩვენ რა სიტყვას მივუტანთ
პოეზიის ტაძარში ღმერთად დამჯდარ იმერელს?-
ყველა მიდის გალასთან ,მოდის გალაობიდან.
წისქვილებმა ჯერ სულ ვერ ჩამოფრქვ-ჩამოიმღერეს
პოეზია შოუა... პოეზია ჰობი და...
ხედავ, ცეცხლი ჩაღდება ახლა შუა ქალაქში,
ჩავუსაფრდეთ ვაგონებს და გავუწიოთ რელსები.
მე თუ სისხლი ჩამექცა სადმე თავის ქალაში,
ფიზიკურად მოვკვდები და დამტოვებენ ლექსები!

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი