ეს ჩემი საცოლის ქუჩაა
ეს ჩემი საცოლის ქუჩაა, მე ვცხოვრობ ქალაქის ბოლოს. მივდივარ სახლში და ნუ ჩავალ, დაე. დილამდე თოვოს. ჰა, რაო უბნის ჯიხვებო? ილესავთ ჩემზე თვალებს? ბეჭებში რატომ იხრებით? მეც თქვენთან მალოთავეთ. მეც თქვენნაირი ხარი ვარ, დავრჩი საჩიხის გარეთ. მე ვიცი რა მიხარია, ჰოდა,თქვენც გაიხარეთ. ღამეა... შავი ღრუბლები- ცას მოდებული ხავსი. ჯიმ მორისონის გამზირი უნდა დავარქვა მასივს. ეს ჩემი საცოლის ქუჩაა, ღამის მუსიკა -''love street". ყოველ კვირას და ხუთშაბათს , და სხვა დღეებშიც მსგავსი თეთრი ფონია, ცის ფონი, თეთრი ღამე და ჰაუ... მივდივარ... შენ თმებს ისწორებ- ხვლ უკვე-ჩემო ფრაუ.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი