კადრი


-მიმუს-

არაფერია გარეთ მარტოობის და ჩემი
თვალიდან ეზოს ბოლოს ამოყვანილი ზამთრის.
ღუმელთან თავწახრილი თეთრი ბებიაჩემი
აუტანია ქარებს და ხმას არ იღებს ხათრით.
გარეთ ბუჟღაობს ხალხი,
უფრო ბავშვები...
სკოლა...
სკოლა იწყება ცხრაზე,
გავსებულია ქუჩა.
ერთი გოგოა დედა,
პატარა,
თითისტოლა,
თავის ბავშვებთან ერთად მიათრევს ბღუჯა-ბღუჯა
მეზობლის
(ალბათ ყინვით)
ლოყებწითელა ბავშვებს,
ან სასაცილო რაა? გამეღიმება ხოლმე.
როდის იქნება,ყელზე გაუკრავს ფერად კაშნეს
ჩემ ვაჟკაცს ჩემი ცოლი და მერე დილით ყოველ
ისიც:
ცალ ხელში -ჩანთით,ცალ ხელში- შვილის "ტატით",
წავა სკოლისკენ ოდნავ აჩქარებული ბიჯით.
მსურს, ასე ყოველ დილა მელოდრამების კადრი:
შენ მიყვებოდე ქუჩას ლოღებღაჟღაჟა ბიჭით.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი