ფისოები


რაც გაქვთ საერთო და აღსანიშნი
შენ და ჩვენ ბანზე მცხოვრებ ფისოებს-
მზეზე წოლას და კრუტუნს არ იშლით,
ეს ზოგჯერ ისე სახალისოა,
ვიღებ ნაჩუქარ ფოტო-აპარატს,
ვტკბები ახალი ფოტო-მასალით.
გიჟი პოეტი ,ხოტორათავა,
ადრე დაწერილ ლექსებს გასწავლი.
ეზოში...
ხეებს შორის ჰამაკი,
ჰამაკში- ლურჯი წიგნი გრანელის.
გთხოვ, სიცოცხლეზე მელაპარაკე,
თავს დავაჯეროთ მტკიცედ ბარემ ის,
რომ სიკვდილს ჩევნთან ხელი არა აქვს,
არც მოუხდება პოეტს გოდება.
დღეს ჩემი ფიქრი თეთრი ფარაა,
რომელიც მწვერვალს უახლოვდება.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი