„ირინები“
ჩემი გოგო გაზაფხულის თვალის პირველ გახელას, პირველ სხივებგამთბარ მზეს გავს, პირველ კონას ყვავილის. რომელიმე უცხო ყვავილს დავარქმევდი სახელად "ირა"-ს, ჰოდა, რუსთაველზე, როცა ღამით გავივლი, მე ვიყიდი ერთ ფაეტონ ერთად შეკრულ "ირინებს", მერე შურდეთ მებაღეებს, ლოთ პოეტებს, ფერმწერებს, რომ შეეძლოთ გადარევა და ვერ გადაირივნენ, რომ ჩემსავით ვერ მღერიან, ვერ ხატავენ, ვერ წერენ. ცაა ახლა ორღრუბელა, ორცურგამობერილი ძროხა, მოზვერმოგებული, მოქუფრული, მეწველი. ვზივარ წვიმის მოლოდინში და სმს-წერილი მომდის, ვიცდი. მიხარია, მაგრამ მაინც ვეწევი. პოეტებმა ასე ვიცით,მოგონილი წუხილი: რაც კარგია გავიწყდება,გახსოვს მარტო ოხერი; რა საოცრად დამესიზმრე, ირა, იცი წუხელი: გაზაფხული მოგეხურა ტანზე, ისე მოხვედი.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი