30 სექტემბერი. თორმეტის ..
30 სექტემბერი.თორმეტის 20 წუთი,დარჩეს ქრონოლოგიას კიდევ ერთი ქუჩაში ცდა პოეტის- ამოიღებს უბის წიგნაკს- „ნოკიას“. იწყებს წერას, სანამ მოვა ყვითელი ავტობუსი,ადის ბოლო კარებით. ამინდები წვიმებს ვეღარ ითმენენ, ფოთლებს შლიან ქარის დანადგარებით. შემოდგომა.დაგაქვს სული შიშველი. სადღაც ჩანხარ ლანდად ჩემი სახლიდან. და დროდადრო უშენობით ვიმშევი, თავს ვიმშვიდებ შენი თბილი სახით, თან შევაგინებ სარეველა-მაფიას, ჩექმიანი გენერლების აღლუმებს. „ძაღლი თოკზე“-აბა,მეტი რა ქვია ჩემ ცხოვრებას?..წინ მიდიხარ, პანღური უკნიდან და მაგის დედაც...აიტან! ჩემი მტერი დაირბევა ყოველთვის. თუ სუყველა ამომიღებს თვალიდან: ფეხზე დარდი. მარტო შენ მეყოლები.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი