ყოველთვის ასე
მე გამოვდივარ დილით ადრე,ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქუჩებს მოედება მუშების კასტა. ყოველთვის ასე მირჩევნია უბრალო ხალხში, ყოველთვის ასე მირჩევნია უბრალო ხალხთან. ყოველთვის ასე უთენია ვეყრები თბილისს, სხვანაირია გარიჟრაჟის პირველი ღრენა. ჩემი კორპუსის კიბეები...არაყი დილის... მერე პირველი შუქნიშანი-წითელი ენა. სხვანაირია...გაიქეცი,გაგასწრებს მეტრო... შეწუხებული სახეები...მწვანილი...ვაშლი... შენ, ალბათ, პოეტს გიწოდებენ,თუ ხვდები, ერთ დროს, და სანამ ამას მოიმკიდე, ამჩნევ, რომ თავში- ავარდნილ კაცის მანერებით დაიწყე უკვე წერა და ისე ჯინიანობ ,არაფერს არ ცვლი. და ლექსებს, როგორც სამოწყალოდ გადმოყრილ ლუკმებს, ყლაპავ პოეტი და ძალიან უბრალო კაცი.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი